ფლიკმა დაადასტურა, რომ რაფინია „ბარსელონაში“ რჩება #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა დაადასტურა, რომ გუნდის 29 წლის გარემარბი რაფინია მომავალი სეზონისთვის კატალონურ კლუბში დარჩება.
„ჩემთვის რაფინია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის იძლევა ხარისხს და ინტენსივობას, ის ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა ფლიკმა.