ფლიკმა „ბარსელონადან“ ფერმინ ლოპესის ტრანსფერი შეაჩერა #1TVSPORT
ფლიკმა „ბარსელონადან“ ფერმინ ლოპესის ტრანსფერი შეაჩერა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა ვეტო დაადო ნახევარმცველ ფერმინ ლოპესის ტრანსფერს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ამ ზაფხულს 22 წლის ფეხბურთელით ინტერესდებოდნენ „არსენალი“, „ჩელსი“ და საუდის არაბეთის კლუბი. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი მზად იყო, 70 მილიონ ევროზე მეტი გადაეხადა და გაეორმაგებინა ლოპესის ხელფასი.

გამოცემა Diario Sport-ის მონაცემებით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას სურდა ნახევარმცველის გაყიდვა, რაც მოაგვარებდა კლუბში ხელფასის ზედა ზღვრის პრობლემას, მაგრამ მთავარი მწვრთნელი წინააღმდეგი წავიდა.

გარდა ამისა, ფლიკი დათანხმდა, აღარ მოითხოვოს ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების შეძენა, თუ ეს შეუძლებელი იქნება ფინანსური ფეარ პლეის პრობლემების გამო.

ფერმინ ლოპესის თაობზე ორი წინადადება პრემიერლიგის კლუბებისგან საკმაოდ მსხვილი იყო და განიხილებოდა, მინიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში. რაც შეეხება საუდის არაბეთის კლუბის მხრიდან წინადადებას, თავად ფეხბურთელმა ცხადად მიანიშნა, რომ არ სურს ევროპის დატოვება.