ფლიკის გაწვრთნილმა „ბარსელონამ“ 1965 წელს დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
გერმანელი სპეციალისტის, ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 1:2 დამარცხდა.
ეს მარცხი „ბარსელონასთვის“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მესამე იყო, რითიც გუნდმა ანტირეკორდი გაიმეორა. ბოლოს ესპანური ფეხბურთის გრანდი შინ ზედიზედ სამჯერ 1965 წელს დამარცხდა.
30 ნოემბერს „ბარსელონას“ „ლას პალმასმა“ 2:1 მოუგო, 15 დეკემბერს კი „ლეგანესთან“ ფლიკის გუნდმა 0:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში გერმანელის გაწვრთნილებმა მხოლოდ ხუთი ქულა მოიპოვეს.
ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი 41 ქულით „ატლეტიკოა“, ხოლო „ბარსელონას“ 38 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება.