ფლიკი „კიკერის“ ვერსიით წლის ადამიანი გახდა
ფლიკი „კიკერის“ ვერსიით წლის ადამიანი გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი წლის ადამიანი გახდა ცნობილი გერმანული გამოცემის „კიკერის“ ვერსიით.

55 წლის სპეციალისტმა ეს ჯილდო იმ ტიტულების წყალობით დაიმსახურა, რომელიც გუნდთან ერთად გასულ სეზონში მოიგო. კერძოდ, 2020 წელს ფლიკის მიერ გაწვრთნილმა „ბაიერნმა“ ხუთ ტურნირზე გაიმარჯვა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, ეს პრიზი „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოიპოვა.

2020 წელს, ფიფას ნომინაციაში „წლის საუკეთესო მწვრთნელი“ კლოპმა ფლიკი დაამარცხა.