ფლიკი „ბორუსიას” ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად მიიჩნევს
ფლიკი „ბორუსიას” ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად მიიჩნევს

მიუნხენის „ბავარიის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა „ბორუსიასთან“ გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მატჩი დღეს დორტმუნდში გაიმართება.

„ძალიან სასაიამოვნოა, როცა ერთმანეთს ასეთი ძლიერი კლუბები უპირისპირდებიან. ზამთარში „ბორუსია“ ორი შესანიშნავი მენტალიტეტის ფეხბურთელით გაძლიერდა. ემრე ჯანი ეფექტურია დაცვაში, ხოლო შეტევაში ჰოლანდი უდიდეს ძალას წარმოადგენს. ისინი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. დღეს ჩვენ წარმატების მისაღწევად ოპტიმალური თამაშის ჩვენება მოგვიწევს“, – ციტირებს ფლიკს ბავარიელთა ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართება განახლებული ბუნდესლიგის 28-ე ტურის ოთხი შეხვედრა. მათში კი ყველაზე დიდი ინტერესს, რა თქმა უნდა, დორტმუნდში გასამართი მატჩი იწვევს.