ფლიკი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს აგრძელებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი 2028 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს კატალონურ კლუბთან, – იტყობინება გამოცემა Sport.es-ი.
გერმანელი სპეციალისტი მოელაპარაკა ხელმძღვანელობას ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე, მაგრამ გადადო ოფიციალური განცხადების გამოქვეყნება „ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რათა დარწმუნებულიყო ჟოან ლაპორტას გამარჯვებაში.
ფლიკი კმაყოფილია ბარსელონაში ცხოვრებით და ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებით. სპეციალისტის მთავარი მიზანია, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა იმ თაობასთან ერთად, რომელსაც თავად გაზრდის.
ესპანეთის ჩემპიონატის 28 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 70 ქულით ლა ლიგის ლიდერია და „რეალს“ ოთხი ქულით ასწრებს.