„ფლამენგოს“ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე გაწვრთნის
„ფლამენგოს“ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე გაწვრთნის

ესპანელი სპეციალისტი დომენიკ ტორენტი ბრაზილიური „ფლამენგოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

აღსანიშნავია, რომ ტორენტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო.

„ბარსელონაში“ „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნში“ გვარდიოლამ და ტორენტმა ამ სამ კლუბს 11 წლის განმავლობაში 24 ტიტული მოუტანეს.

„ფლამენგოს“ ხელმძღვანელობამ ესპანელ სპეციალისტს 1.5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.