„ფლამენგოს“ 17 წლის ნახევარმცველმა „რეალისთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა
„ფლამენგოს“ 17 წლის ნახევარმცველმა „რეალისთვის“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

„ფლამენგოს“ ნახევარმცველმა რეინიერ ჟესუს კარვალიომ მადრიდის „რეალისთვის“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

ირკვევა, რომ 19 იანვარს, როცა ბრაზილიელს 18 წელს შეუსრულდება, ის კონტრაქტს გააფორმებს „სამეფო კლუბთან”. გარიგება ძალაში იქნება 2026 წლის 30 ივნისამდე.

აღნიშნავენ, რომ რეინიერი პირველ ხანებში „რეალის” მეორე გუნდში ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიის სერია A-ში ფეხბურთელმა 14 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.