„ფლამენგომ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას თხოვნით მიმართა – კლუბს სიმბოლურ-კულტურული ერის სტატუსი მიენიჭოს #1TVSPORT

07:38, 13.09.2025
RIO DE JANEIRO, BRAZIL - AUGUST 31: Fans of Flamengo before the match between Flamengo and Gremio as part of Brasileirao 2025 at Maracana Stadium on August 31, 2025 in Rio de Janeiro, Brazil. (Photo by Lucas Figueiredo/Getty Images)

ბრაზილიის „ფლამენგომ“ უცნაური თხოვნით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

„ფლამენგოში“ განაცხადეს, რომ სურთ გახდნენ მსოფლიოში პირველი „სოციალურ-კულტურული ერი“ – საკუთარი ფანბაზის, ღირებულებებისა და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

„ჩვენ რომ ქვეყანა ვიყოთ, 36-ე ადგილზე ვიქნებოდით პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობით.

ჩვენ 45 მილიონი ვართ, გაერთიანებული ერთი დროშით, გმირებით, ჩვეულებებით და ტრადიციებით, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.

„ფლამენგო“ – არ არის კლუბი, ეს ხალხია. და ის იმსახურებს იმის აღიარებას, რაც არის სინამდვილეში: ერი.

ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შევიტანთ პეტიციას, რათა რუბრო-ნეგრას ერმა მიიღოს მსოფლიოს პირველი სიმბოლურ-კულტურული ერის ტიტული.

თქვენი მხარდაჭერა მეტისმეტად მნიშვნელოვანია“, – წერია ბრაზილიური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი