ფხენიანი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის კავშირის ოფისს გამოეთიშა
ფხენიანი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის კავშირის ოფისს გამოეთიშა

ფხენიანი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის კავშირის ოფისს გამოეთიშა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, „ბიბისი“ იუწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ რამდენიმე საათში ოფისს დატოვებენ.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის კავშირის ოფისი გასულ წელს ჩამოყალიბდა. მხარეები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში, ჩრდილოეთ კორეის მხარეს ხვდებოდნენ.

აღნიშნული ოფისი ფხენიანსა და სეულს კორეის ომის შემდეგ პირველად რეგულარული კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა.

თუმცა, თებერვალში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა არ გამართულა.