„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი თბილისში განიხილეს
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი თბილისში განიხილეს

კანონპროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრას სხვადასხვა სპორტული ფედერაციებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტისა და „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ განხილვამ დედაქალაქთან ერთად საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. უკვე დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, ასევე შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც განიხილება კანონპროექტისა და სტრეტეგიის საბოლოო ვერსიები, რის შემდეგაც განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საჯარო კონსულტაციები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ეწყობა.