ფიურისა და უაილდერის მესამე ბრძოლა ოქტომბრამდე გადაიდო
ფიურისა და უაილდერის მესამე ბრძოლა ოქტომბრამდე გადაიდო

პრომოუტერული კომპანია „ტოპ რენკის“ (Top Rank) პრეზიდენტმა ბობ არუმმა დაადასტურა, რომ მესამე ორთაბრძოლა ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და ამერიკელ დეონტეი უაილდერს შორის შემოდგომისთვის არის გადატანილი. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

„ჩვენ ვერ მივეცით მოკრივეებს გარანტია, რომ ბრძოლა 18 ივლისს შედგებოდა. დღეს მათ დარბაზიც კი არ აქვთ სავარჯიშოდ. უკან უნდა დავიხიოთ. კრივი ერთადერთი არ არის. ეს ნაწილია იმისა, რაც მსოფლიოში ხდება. ბრძოლა შეიძლება ოქტომბრის დასაწყისში გაიმართოს“, – თქვა არუმმა.

ცოტა ხნის წინ, ფიურიმ მეორე ბრძოლაში დაამარცხა უაილდერი და სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტული მოიპოვა.