ფიურისა და უაილდერის ბრძოლა, შესაძლოა, კორონავირუსის გამო გადაიტანონ #1TVSPORT
ფიურისა და უაილდერის ბრძოლა, შესაძლოა, კორონავირუსის გამო გადაიტანონ #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი ტაისონ ფიურისა და ამერიკელი დეონტეი უაილდერის ბრძოლა ჩაშლის პირას არის, – იტყობინება ESPN.

წყაროს ცნობით, ორთაბრძოლა, შესაძლოა, სხვა დროისთვის გადაიტანონ ბრიტანელის გუნდში კორონავირუსის გამო.

ბრძოლის გადატანაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ ელოდებიან, რომ შეხვედრა სექტემბრისთვის გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უაილდერის ბრძოლა 24 ივლისს არის დაგეგმილი. მათი პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, მეორეში კი ფიურიმ ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.