ფიურისა და ჯოშუას ბრძოლის კონტრაქტი თითქმის მზად არის
ფიურისა და ჯოშუას ბრძოლის კონტრაქტი თითქმის მზად არის

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტაისონ ფიურის ერთ-ერთმა პროდუსერმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ კონტრაქტის წინასწარი ვერსია ფიურისა და ენტონი ჯოშუას ბრძოლაზე თითქმის მზად არის და ამ კვირას მოკრივეთა გუნდები ხელშეკრულების განხილვას შეუდგებიან.

„გუშინ ვესაუბრე პრომოუტერ ედი ჰირნს. ორ დღეში ჯოშუას გუნდის წევრები გამოგვიგზავნიან კონტრაქტის პირველ ვერსიას. შემდეგ მე გადავუგზავნი ფრენკ უორენს, ფიურისა და რამდენიმე იურისტს. ამის შემდეგ, ჩვენ დავუბრუნებთ კონტრაქტს ედის ჩვენი კომენტარებით.

ძალიან მჯერა, რომ არ მოგვიწევს თავის მტვრევა, რადგან ყველანი პროფესიონალები ვართ და გვინდა ამ ბრძოლის მოწყობა. ვფიქრობ, მალე ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება, შემდეგ კი ავირჩევთ ბრძოლის ჩატარების ადგილს.

როცა მივიღებთ კონტრაქტის „შავ“ ვარიანტს, წავიმუშავებთ მასზე და გავაგზავნით უკან შესწორებებით. ისინი შეისწავლიან და ასლს გამოგვიგზავნიან. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი-ორი კვირის შემდეგ, ჩვენ სერიოზულ შეხვედრას ჩავატარებთ და შევიმუშავებთ დოკუმენტს, რომელსაც ორივე მხარე მოაწერს ხელს“, – თქვა არუმმა.