ფიურიმ ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსნებს შორის მაიკ ტაისონი არ შეიყვანა
ფიურიმ ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსნებს შორის მაიკ ტაისონი არ შეიყვანა

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ დაასახელა ისტორიაში ხუთი საუკეთესო მძიმეწონოსანი.

სიას სათავეში ჩაუდგა მოჰამედ ალი.

ბრიტანელმა მეორე ადგილზე გაიყვანა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ლარი ჰოლმსი. მისი სტატისტიკა პროფესიულ რინგზე 69 მოგება და სამი წაგებაა.

ასევე რეიტინგში მოხვდნენ ლენოქს ლუისი, ჯო ლუისი და როკი მარჩიანო.

აღვნიშნავთ, რომ ამ სიაში არ არის მაიკ ტაისონი.

უფრო ადრე, 31 წლის მოკრივემ ანალოგიური რეიტინგი შეადგინა თანამედროვე მებრძოლებისგან და მასში პირველ ადგილზე საკუთარი თავი დააყენა.

ტაისონ ფიურის კარიერაში 30 მოგება (21 ნოკაუტით) და ერთი ფრე აქვს.