ფიურიმ და ჯოშუამ ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე მოლაპარაკება დაიწყეს
ფიურიმ და ჯოშუამ ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაზე მოლაპარაკება დაიწყეს

ბრიტანელი მოკრივეების – ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუას პრომოუტერებმა დაიწყეს მოლაპარაკებები სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის ჩასატარებლად. ფიური ფლობს WBC-ის საჩემპიონო ქამარს, ჯოშუა კი ჩემპიონია WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით.

მხარეებს ბრძოლის ჩატარება საუდის არაბეთში სურთ. წინაღობა შეიძლება გახდეს მოკრივეთა ვალდებულებები სხვა მეტოქეების მიმართ. კერძოდ, ფიურის წინ ელოდება რევანში ამერიკელ დეონტეი უაილდერთან, ჯოშუა კი 20 ივლისს უნდა შეხვდეს ტიტულის აუცილებელ პრეტენდენტს კუბრატ პულევს.

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ბრიტანელი ლენოქს ლუისის შემდეგ არ ჰყოლია.