ფიურიმ და ჯოშუამ ბრძოლის პირობები შეათანხმეს
ფიურიმ და ჯოშუამ ბრძოლის პირობები შეათანხმეს

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა – ტაისონ ფიურიმ (WBC) და ენტონი ჯოშუამ (WBA, IBF, WBO) შეათანხმეს პირველი ბრძოლის პირობები. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ ჟურნალისტმა მაიკ კაპინჯერმა დაწერა.

„პრომოუტერი ედი ჰირნი ამბობს, რომ ტაისონ ფიურიმ და ენტონი ჯოშუამ ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა, ემზადებიან კონტრაქტის გასაფორმებლად ბრძოლაზე, რომელიც 2021 წლის მაისში ან ივნისში უნდა გაიმართოს. ჰირნის თქმით, გადასაწყვეტია მხოლოდ რამდენიმე წვრილმანი დეტალი, მაგალითად, ვინ გავა რინგზე პირველი და ვინ ბოლო, სად ჩატარდება ბრძოლა და ა. შ.“, – დაწერა კაპინჯერმა.

ადრე იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ ფიურიმ და ჯოშუამ მოილაპარაკეს 2021 წელს ორი ბრძოლის გამართვაზე, რომელთა საერთო ჰონორარი 500 მილიონი ფუნტი იქნება.