ფიური-უაილდერის ბრძოლა 19 დეკემბერს აღარ შედგება
ფიური-უაილდერის ბრძოლა 19 დეკემბერს აღარ შედგება

მესამე საკრივო ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონს ტაისონ ფიურისა (30-0-1, 21KO) და დეონტეი უაილდერს შორის არ გაიმართება 19 დეკემბერს, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი. პომოუტერ ბობ არუმის თქმით, მიზეზი იმავე დღეს ჩანიშნული ამერიკული ფეხბურთის ლიგის ხუთი მატჩია, რომელიც ტრანსლიატორების მთელ რესურსს აითვისებს.

„ჩვენ ამ თარიღს აღარ განვიხილავთ, რადგან მთელი დღის განმავლობაში იქნება ამერიკული ფეხბურთის მატჩები როგორც სტუდენტურ, ასევე პროფესიულ დონეზე.

ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია ბრძოლის მოწყობა 19 დეკემბერს. ახლა, სხვა თარიღებს განვიხილავთ. ტელეკომპანიებთან ერთად ვსწავლობთ განრიგს, რათა ახალი დღე ავირჩიოთ“, – განაცხადა არუმმა.

ასე რომ, ბრძოლა, სავარაუდოდ, 2021 წელს გაიმართება. უაილდერთან ბრძოლის შემდეგ, ფიური გეგმავს ენტონი ჯოშუასთან (23-1, 21KO) დაპირისპირებას.