ფიური და უაილდერი მესამე ბრძოლაზე შეთანხმდნენ #1TVSPORT
ფიური და უაილდერი მესამე ბრძოლაზე შეთანხმდნენ #1TVSPORT

WBC ვერსიით მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მძიმე წონაში, ტაისონ ფიურიმ და ექსჩემპიონმა, დეონტეი უაილდერმა მესამე ბრძოლის გამართვა შეათანხმეს, – იუწყება ESPN.

წყარო ინფორმაციით, თანამედროვე კრივის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლების ბრძოლა 24 ივლისს გაიმართება, კონტრაქტს კი მოკრივეები ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გააფორმებენ.

აღნიშნავენ, რომ თუ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა, შესაძლოა, ფიურისა და ჯოშუას ბრძოლა, რომელიც 14 აგვისტოს არის დაგეგმილი, დროებით გადაიდოს.

ფიურისა და უაილდერის ეპიკური დაპირისპირება ორ ბრძოლას ითვლის. 2018 წელს ამერიკელ და ბრიტანელ მოკრივეებს შორის ფრე დაფიქსირდა, 2020-ში კი ორთაბრძოლა ფიურიმ ნოკაუტით მოიგო და WBC – ის ქამარს დაეუფლა.