ფირმინომ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააგრძელა
ფირმინომ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააგრძელა

პრემიერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ლივერპულმა“ საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააგრძელა ფორვარდ რობერტო ფირმინოსთან.

ახალი ხელშეკრულების ვადები და ფინანსური პირობები არ გამჟღავნებულა. 26 წლის ბრაზილიელის წინა კონტრაქტი 2020 ზაფხულამდე იყო ძალაში.

რობერტო ფირმინო „ლივერპულში“ 2015 წელს გერმანული „ჰოფენჰაიმიდან“ გადავიდა. 2017-18 წლების სეზონში ბრაზილიელმა 50 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი პასი შეასრულა.