„ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო გახდება #1TVSPORT
SASSUOLO, ITALY - MARCH 01: Fabio Grosso head coach of US Sassuolo during the Serie A match between US Sassuolo Calcio and Atalanta BC at Mapei Stadium Citta del Tricolore on March 01, 2026 in Sassuolo, Italy. (Photo by Alessandro Sabattini/Getty Images)
ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელი ფაბიო გროსო გახდება, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იტალიელი სპეციალისტი კლუბთან ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რის შემდეგაც მხარეები კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას შეძლებენ. გროსო თანამდებობაზე პაოლო ვანოლის შეცვლის.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი „სასუოლოს“ წვრთნიდა და გუნდი მეორე დივიზიონიდან სერია A-ში გადაიყვანა. ის ასევე მუშაობდა „ბარიში“, „ვერონაში“, „ბრეშაში“, „სიონში“, „ფროზინონესა“ და „ლიონში“.
გროსომ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა.