„ფიორენტინას“ ინტერესის სფეროში უკრაინელი ნახევარმცველი მოექცა
„ფიორენტინას“ ინტერესის სფეროში უკრაინელი ნახევარმცველი მოექცა

იტალიური „ფიორენტინა“ სეზონის ბოლოს შემტევი ნახევარმცველის დამატებას გეგმავს და მიზანში უკრაინელი ფეხბურთელი, რუსლან მალინოვსკი ჰყავს ამოღებული, იტყობინება „კალჩომერკატო“. აღსანიშნავია, რომ 26 წლის მალინოვსკი 2019 წლის ზაფხულამდე გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი იყო ბელგიურ „გენტში“, ამჟამად კი „ატალანტაში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში უკრაინელმა ბერგამოელთა შემადგენლობაშო 22 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

მალინოვსკის გარდა, „ფიორენტინას“ ინტერესებში „მილანის“ ფეხბურთელი ლუკას პაკეტა და „უდინეზეს“ ჰავბეკი როდრიგო დე პაული შედიან.