„ფიორენტინა“ ტიაგო სილვას გუნდში ეპატიჟება
during the pre-season friendly match between SSC Napoli and Paris Saint-Germain FC at Stadio San Paolo on August 11, 2014 in Naples, Italy.
„ფიორენტინას“ ხელმძღვანელები „პარი სენ-ჟერმენის“ მცველის, ტიაგო სილვას წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს, – იუწყება Calciomercato.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიური მხარე მზად არის, რომ ფეხბურთელს სეზონში ოთხი მილიონი ევრო გადაუხადოს.
ტიაგოს სილვას კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა ძალაში და ჩემპიონთა ლიგის დასრულებისთანავე ფეხბურთელი გუნდს დატოვებს. ამგვარად, ტიაგო სილვა თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს და მისი შეძენა „ფიორენტინას“ ხელსაყრელ ფასად შეეძლება.
აღსანიშნავია, რომ „პარის სენ-ჟერმენის“ მცველის ტრანსფერით ლონდონის „ჩელსიც“ დაინტერესებულია.