„ფიორენტინა“ „გლადბახის“ ფორვარდით დაინტერესდა
„ფიორენტინა“ „გლადბახის“ ფორვარდით დაინტერესდა

მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ თავდმასხმელი მარკუს ტიურამი, შესაძლოა, „ფიორნეტინაში“ ვიხილოთ, – წერს La Nazione.

გამოცემის ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი ფორვარდით „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული და მას ფედერიკო კიეზას შემცვლელად მოიაზრებს.

იტალიელები ტიურამის შეძენას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავენ.

2019/20 წლების სეზონში „გლადბახის“ ფრანგმა ლეგიონერმა გერმანული კლუბის შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 ბურთი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ მარკუსი ლეგნდარული ფრანგი ფეხბურთელის, ლილიან ტიურამის შვილია.