„ფინიქსმა“ „ლეიკერსს“ მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

11:31, 31.05.2021

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გრძელდება პლეი ოფები. „ლეიკერსმა“ საკუთარ „სტეიპლს ცენტრში“ „ფინიქსს“ სერიის რიგით მეოთხე მატჩში უმასპინძლა და 8 ქულის სხვაობით 92-100 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა მესამე და მეოთხე პერიოდები ლიდერის, ენტონი დევისის გარეშე ჩაატარა, რომელიც მეორე მეოთხედში დაშავდა და შეხვედრის გაგრძელდება ვეღარ შეძლო. როგორც მოგვიანებით გაირკვა დევისმა საზარდულის კუნთი გაიჭიმა და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სანსმა“ გუნდური კალათბურთი აჩვენა. 10-ქულიან ზღვარს 6 კალათბურთელი აცდა. 14 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა დეანდრე ეიტონმა. 18 ქულით დაასრულა მატჩი კრის პოლმა, მას ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. 17-17 ქულა მიითვალეს დევინ ბუკერმა და ჯაე კრაუდერმა.

„ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 25 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს. 12 ქულა დააგროვა მარკ გასოლმა. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა კაელ კუზმამ.

მოპოვებული გამარჯვებით „ფინიქსმა“ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 2 ივნისს შედგება.

 

ლეიკერსი – ფინიქსი 92:100

https://www.youtube.com/watch?v=gOyt0kW_CW0

 

ატლანტა – ნიუ იორკი 113:96

https://www.youtube.com/watch?v=vuHwUOLv0m0

 

ბოსტონი – ბრუკლინი 142:126

https://www.youtube.com/watch?v=0kvykutTtgs

 

დალასი – კლიპერსი 81:106

https://www.youtube.com/watch?v=16v6vWBCbOc

მსგავსი