„ფინიქსი“ მერვე გუნდია NBA-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ თვეში ყველა მატჩი მოიგო #1TVSPORT
„ფინიქსი“ მერვე გუნდია NBA-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ თვეში ყველა მატჩი მოიგო #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს გაიმართა ლიდერების დაპირისპირება – 16-მატჩიანი მოგებების სერიის მქონე „ფინიქსი“ შინ იღებდა „გოლდენ სტეიტს“, რომელიც რეგულარულის ერთპიროვნული ლიდერი იყო 18 მოგებითა და ორი წაგებით. შეხვედრა „ფინიქსმა“ 104:96 მოიგო და თავისი გამაჯვებების სერია 17 მატჩამდე აიყვანა.

„ფინიქსი“ გახდა მერვე გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც კალენდარული თვის განმავლობაში ყველა შეხვედრა მოიგო – „სანზმა“ ნოემბერი 16-დან 16 მოგებით დაასრულა.

ბოლო ასეთი კლუბი ლიგაში „გოლდენ სტეიტი“ იყო, რომელმაც 2015 წელს, ასევე ნოემბერში ყველა მატჩი მოიგო.

ასევე კალენდარული თვე წაუგებლად გაიარეს: „ლეიკერსმა“ (1971-72 წლების სეზონში ორი თვე არ აგებდა და გამარჯვებების სერიამ 33 მატჩს მიაღწია, რაც დღემდე სარეკორდოა NBA-ის ისტორიაში), „მაიამიმ“ (2012/13), „ჰიუსტონმა“ (2007/08), „ვაშინგტონმა“ (1948/49), „სან ანტონიომ“ (2013/14) და „ატლანტამ“ (2014/15).