„ფინიქსი“ არ მისცემს ოსტინ რივერს საშუალებას, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვოს
„ფინიქსმა“ და „ვაშინგტონმა“ დაასრულეს გაცვლა, რის შედეგადაც ტრევორ არიზა „ვიზარდში“ გადავიდა, ხოლო „სანსი“ კელი უბრეთი და ოსტინ რივერსით გაძლიერდა. გაცვლა პირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 3 გუნდს შორის უნდა მომხდარიყო და მასში მონაწილეობა „მემფისსაც“ უნდა მიეღო, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ორ გუნდს შორის შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით მომხდარი გაცვლით უკმაყოფილოა ოსტინ რივერსი, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი სურს თუმცა ფინიქსური კლუბის ხელმძღვანელობა სხვა აზრზეა და არ სურს რივერსის დაკარგვა. ორივე კალათბურთელი ზაფხულამდე „ფინიქსში“ დარჩება.