ფინეთში რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნება
ფინეთში რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნება

ფინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაწესებული შეზღუდვების ნაწილის ეტაპობრივი შერბილება იწყება. ქვეყანაში ივნისიდან ისევ გაიხსნება რესტორნები, ბიბლიოთეკები და სხვადასხვა სპორტული დაწესებულება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ასევე, შერბილდება შეზღუდვები ჯგუფურ შეხვედრებზე და ლიმიტი, 10 ადამიანის ნაცვლად, 50-მდე გაიზრდება.

სკოლები ფინეთში 13 მაისიდან გაიხსნება. 14 მაისიდან, აუცილებლობის შემთხვევაში, ნებადართული იქნება მოგზაურობა შენგენის ზონაში. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარია ოისალომ განაცხადა.

სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები ეტაპობრივად ისევ დასაშვები გახდება, თუმცა შენარჩუნებული იქნება სოციალური დისტანცირების ზომები.

ფინეთში „კოვიდ-19“-ის 5,327 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 240 გარდაცვალებით დასრულდა.