ფინეთში 30 წლამდე მამაკაცებს „მოდერნას“ ვაქცინით აღარ აცრიან
ფინეთში 30 წლამდე მამაკაცებს „მოდერნას“ ვაქცინით აღარ აცრიან

​ფინეთი შეუერთდა სხვა სკანდინავიურ სახელმწიფოებს, რომლებმაც შეაჩერეს კომპანია „მოდერნას“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის, გულის ანთების გაზრდილი რისკების გამო, რომელიც არის ამ ვაქცინასთან დაკავშირებული იშვიათი გვერდითი მოვლენა. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

ფინეთის ჯანდაცვის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ არ აცრიან 30 წლამდე მამრობითი სქესის ადამიანებს ამ ვაქცინით და სანაცვლოდ მათ „ფაიზერით“ აცრას შესთავაზებენ. როგორც სახელმწიფო უწყებაში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცებსა და ბიჭებში გულის ანთების გვერდითი მოვლენის რისკი შედარებით მაღალია.

მანამდე, გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის „მოდერნას“ ვაქცინით აცრა შვედეთმა, დანიამ და ნორვეგიამ შეზღუდა.