ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა გაიმარჯვა

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მემარჯვენე ცენტრისტმა, ალექსანდრ სტუბმა მოიპოვა.

მედიის ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ალექსანდრ სტუბმა ხმების 51,6 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, „მწვანეების“ კანდიდატმა, პეკა ჰაავისტომ – 48,4 პროცენტი.

სტუბმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვება „ყველაზე დიდი პატივია“ მის ცხოვრებაში.

პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა, „მწვანეთა“ პარტიის წევრმა, პეკა ჰაავისტომ ალექსანდრ სტუბს გამარჯვება მიულოცა და დასძინა, რომ ფინეთმა კარგი და კომპეტენტური პრეზიდენტი შეიძინა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია პირველ მარტს გაიმართება.

ალექსანდ სტუბი საული ნიინისტეს ჩაანაცვლებს, რომელიც პრეზიდენტობის ორი ექვსწლიანი ვადის შემდეგ პენსიაზე გადის.

მედიის ცნობით, ნიინისტეს რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, ხოლო სტუბი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია.