ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის უეფა-მ რამდენიმე ევროპული კლუბი დააჯარიმა, მათ შორის „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „ლიონი“ #1TVSPORT
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევისთვის რამდენიმე კლუბი დააჯარიმა.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ 20 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო „ბარსელონას“ – 15 მილიონის. ორივე კლუბს დამატებითი სანქციები დაუწესდება, თუ მომავალში უეფა-ს მიერ გაწერილ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან.
ასევე დაჯარიმდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლუბი „ლიონი“, რომელსაც 12.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ფრანგული კლუბი ცოტა ხნის წინ საფრანგეთის მეორე ლიგაში დააქვეითეს ასევე ფინანსური დარღვევების გამო.
გარდა ამ კლუბებისა, დაჯარიმდნენ „რომა“, „ჰაიდუკი“, „ბეშიქთაში“ და „პანათინაიკოსი“.