ფინალს ინგლისელი ტეილორი გვიმსაჯებს - თბილისში „ვიდეორეფერიც“ იქნება
ფინალს ინგლისელი ტეილორი გვიმსაჯებს - თბილისში „ვიდეორეფერიც“ იქნება

თბილისში გასამართი ისტორიული მატჩის მთავარ არბიტრად, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება და საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას „ევრო2020“-ის პლეი ოფის ფინალში შეხვდება, ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა უმასპინძლებს.

მთავარი არბიტრი ენტონი ტეილორი იქნება, რომელიც პრემიერლიგის შეხვედრებს ემსახურება. მას დაეხმარებიან გარი ბესვიკი, ადამ ნანი და კრეიგ პაუსონი.

ენტონი ტეილორი სჯიდა უეფა-ს ბოლო სუპერთასის შეხვედრას, რომელიც ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა და ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან VAR-ი იმუშავებს, რომელზეც პასუხისმგებელნი სტიუარტ ეტუელი და პოლ ტიერნი იქნებიან.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.