ფილიპო ინძაგი იტალიის სერია A-ში დაბრუნდა, ის „სალერნიტანას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს #1TVSPORT
REGGIO CALABRIA, ITALY - MAY 13: Head coach of Reggina Filippo Inzaghi before Serie B match played between SSC Bari and Reggina 1914 at Stadio San Nicola on May 13, 2023 in Bari, Italy. (Photo by Maurizio Lagana/Getty Images)
„სალერნიტანას“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი იქნება.
50 წლის ინძაგიმ იტალიის სერია A-ს გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. თანამდებობაზე „პიპომ“ პაულო სოუზა შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
წარსულში ცნობილმა თავდამსხმელმა, ფილიპო ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს დაიწყო, ის „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდს ედგა სათავეში. 2014 წელს ინძაგი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, შემდეგ მუშაობდა „ვენეციაში“, „ბოლონიაში“, „ბენევენტოში“, „ბრეშასა“ და „რეჯინაში“.
შეგახსენებთ, რომ ფილიპოს ძმა, სიმონე ინძაგი ასევე სერია A-შია, ის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელია. გასულ სეზონში „ნერაძურიმ“ მასთან ერთად იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ამჟამად „სალერნიტანა“ იტალიის ჩემპიონატში 3 ქულით მე-19 ადგილზეა, გუნდს ჯერ გამარჯვება არ აქვს.