ფილიპო ინძაგი იმედოვნებს, რომ იბრაჰიმოვიჩი „9“ ნომერ მაისურს მოირგებს
ფილიპო ინძაგი იმედოვნებს, რომ იბრაჰიმოვიჩი „9“ ნომერ მაისურს მოირგებს

„მილანის“ ყოფილ თავდამსხმელს, ფილიპო ინძაგის სურს, რომ იტალიურ კლუბში გადმოსული ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოედანზე „9“ ნომერი მაისურით გამოვიდეს, რომელიც ადრე თვითონ ინძაგის ეკუთვნოდა და ცნობილი გოლეადორისთვის იღბალი მოჰქონდა.

„თუ ვინმე „მილანში“ 9 ნომერი მაისურით გოლებს გაიტანს, ძალიან გამიხარდება, – მოჰყავს ინძაგის სიტყვები Sky Sports Italia -ს. – ეს „წყევლა“ უნდა დასრულდეს. ერთი შეხედვით უსამართლობაა, შესათავაზო იმ ნომრის მაისური, რომელიც თითქოს დაითარსა და ჩემს შემდეგ იღბალი არავისთვის მოუტანია. თუმცა, იმედი მაქვს, რომ თუ იბრა ჩემს მაისურს მოირგებს ყველაფერი კარგად იქნება. მას საკმაოდ ძლიერი მხრები აქვს, რომ ეს ტვირთი ღირსეულად ატაროს.

მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ზლატანი გუნდს ბევრ სიკეთეს მოუტანს. ის არ დაბრუნდებოდა, რომ არ იცოდეს, როგორ ფორმაშია და 100 პროცენტით მზად არ იყოს.

მე მას კარგად ვიცნობ და ისიც კარგად ვიცი, როგორი პროფესიონალიზმით ეკიდება საკუთარ საქმეს. ვიცი, რომ მას თამაში და რაც მთავარია, გამარჯვება უყვარს“. – ამბობს იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მოთამაშე.