ფილიპე ლუიში „მონაკოს“ მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ცნობილი გახდა, ვინ იქნება 2026-27 წლების სეზონში „მონაკოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მონაკოელები მოელაპარაკნენ ფილიპე ლუიშს, რომელმაც მარტში დატოვა „ფლამენგო“ და მას შემდეგ უმუშევარია. ბრაზილიელ სპეციალისტთან 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდება კონტრაქტი.
40 წლის ფილიპე ლუიში 2024 წლიდან ავარჯიშებდა „ფლამენგოს“ და მას ხუთი ტიტული მოაგებინა, მათ შორის ლიბერტადორესის თასი.
2025-26 წლების სეზონში „მონაკომ“ მეშვიდე ადგილი დაიკავა საფრანგეთის ჩემპიონატში.