ფილიპე ლუიში „მონაკოს“ ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
„მონაკოს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფილიპე ლუიში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა.
40 წლის ბრაზილიელ სპეციალისტთან გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც ძალაში იქნება 2028 წლის ზაფხულამდე.
ამ პოსტზე ლუიშმა შეცვალა ბელგიელი სებასტიან პოკონიოლი, რომელიც გუნდს სათავეში ედგა 2025 წლის ოქტომბრიდან.
გასულ სეზონში „მონაკომ“ ლიგა 1-ში 54 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.