ფილიპე ლუიში „ფლამენგოში“ გადავიდა
ფილიპე ლუიში „ფლამენგოში“ გადავიდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ბრაზილიელი მცველი ფილიპე ლუიში სამშობლოში დაბრუნდა. 33 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა „ფლამენგოსთან“. ამის შესახებ სამხრეთამერიკული გუნდის პრესსამსახურმა დაწერა, თუმცა გარიგების დეტალები უცნობია.

„ძალიან მძაფრი შეგრძნებები მაქვს. დიდი დღე დადგა. მომენტი, როცა ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ ლუიშმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მცველი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმებდა კონტრაქტს „ფლამენგოსთან“.

ფილიპე ლუიში 2010-2014 და 2015-2019 წლებში თამაშობდა „ატლეტიკოში“ და მადრიდულ კლუბთან ერთად ექვსი ტიტული მოიპოვა.