ბრაზილიური „ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელი ფილიპე ლუიში მომავალში შეიძლება მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი გახდეს.
გაზეთი Mundo Deportivo წერს, რომ ბრაზილიური კლუბის თავკაცის მუშაობას მადრიდულ გუნდში დადებითად აფასებენ. „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას მოსწონს ლუიშის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული თვისებებიც.
აღნიშნავენ, რომ ფილიპე ლუიში იდეალური კანდიდატი იქნება „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი დამრიგებელი დიეგო სიმეონე თავისი პოსტის დატოვებას მოისურვებს. მით უმეტეს, რომ ლუიში რვა სეზონი თამაშობდა მადრიდულ კლუბში.