ფილიპე კოუტინიოსთვის სამი ინგლისური გრანდი იბრძოლებს
ფილიპე კოუტინიოსთვის სამი ინგლისური გრანდი იბრძოლებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. ზაფხულის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს, 27 წლის ბრაზილიელის შეძენას შეეცდებიან – „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“.

„ბარსელონა“ აპირებს კოუტინიოს გაყიდვას და მიღებული თანხის დახმარებით „პარი სენ-ჟერმენიდან“ ნეიმარის დაბრუნებას. კატალონური გრანდი მინიმუმ 100 მილიონი ევროს გამომუშავებას ვარაუდობს.

დღეისთვის, ფილიპე კოუტინიო იჯარით „ბაიერნში“ თამაშობს. ხელშეკრულების ვადა 2020 წლის ზაფხულამდეა. მიუნხენელებს აქვთ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება 120 მილიონ ევროდ, თუმცა გერმანიის ჩემპიონს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი – ბრაზილიელთან მიმართებაში როგორ მოიქცევა.

ამ სეზონში კოუტინიომ „ბაიერნის“ რიგებში 22 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, შვიდი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.