ფილიპე კოუტინიოს „ლივერპულში“ დაბრუნება სურს
ფილიპე კოუტინიოს „ლივერპულში“ დაბრუნება სურს

„ბარსელონას“ ფორვარდი ფილიპე კოუტინიო, რომელიც დღეს „ბაიერნში“ იჯარის წესით თამაშობს, შესაძლოა „ლივერპულში“ დაბრუნდეს, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა უკვე დაურეკა „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს და შეატყობინა მას, რომ მზად არის კლუბში დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. ადრე წერდნენ, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას კოუტინიოსთან გამოთხოვება სურდა.

ფორვარდი „ლივერპულში“ 2013-18 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „ბარსელონაში“ გადავიდა.

27 წლის ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში „ბაიერნის“ რიგებში 22 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა, რასაც ექვსი შედეგიანი პასი ემატება.

კოუტინიოს მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.