ფილიპ კოსტიჩი „იუვენტუსში“ გადადის #1TVSPORT
ფილიპ კოსტიჩი „იუვენტუსში“ გადადის #1TVSPORT

„აინტრახტის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი „იუვენტუსთან“ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კოსტიჩის ანაზღაურება სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება, „აინტრახტთან“ კი ფინანსური საკითხი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა. გერმანული მხარე ტურინული კლუბისგან 20 მილიონს ითხოვს, მაგრამ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები მოლაპარაკებას აგრძლებენ დ თანხის შემცირებას ცდილობენ.

29 წლის სერბმა გასულ სეზონში „აინტრახტის“ შემადგენლობაში 43 მატჩი გამართა, გაიტანა 7 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფილიპ კოსტიჩის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2023 წლის ივნისამდეა ძალაში.