ფილიპ კლიაიჩი - ბათუმის „დინამოსთან“ სამი ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. გუნდის სერბი ლეგიონერი, მეკარე ფილიპ კლიაიჩი იმედოვნებს, რომ გუნდი წარმატებულ სვლას გააგრძელებს.
„გასული ორი მატჩის მოგების შემდეგ გუნდში საბრძოლო განწყობაა. „დილასთან“ სტუმრად მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ახლა კი შინ ბათუმის „დინამოს“ ვეთამაშებით და ვიცით, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ სამი ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ძალიან გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა. მოდით სტადიონზე და გვიქომაგეთ. წარმატებას ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა ფილიპ კლიაიჩმა.
ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ 11 მაისს შეხვდება – მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი „რამაზ შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.