სოსო ფილია „კოლხეთის“ დირექტორიც გახდა
სოსო ფილია „კოლხეთის“ დირექტორიც გახდა

ფოთის „კოლხეთი 1913“-ის ადმინისტრაციაში ცვლილება მოხდა – ნიკო ჯაშს სოსო ფილია შეცვლის. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კოლხური კლუბის დირექტორმა, ჯაშმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება ქალაქის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღო.

სოსო ფილია „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელია და კლუბში წელს გუნდის სავალალო მდგომარეობის გამო დააბრუნეს. მისი ხელმძღვანელობით აუტსაიდერმა „კოლხეთმა“ ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მოიგო, მერვე ადგილზე დაწინაურდა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

„კოლხეთი 1913“ მორიგი ტურის შეხვედრას 14 ივნისს გამართავს – სოსო ფილიას გაწვრთნილები ფოთის „პარკი-არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებენ.