ფილადელფიაში სკოლის ბანკეტზე დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ერთი ადამიანი
ფილადელფიაში სკოლის ბანკეტზე დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ფილადელფიაში სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე დაუდგენელმა პირმა მოულოდნელად ცეცხლი გახსნა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტის კომისრის, რიჩარდ როსის განცხადებით, ოთხი დაშავებულის ასაკი 15-დან 17 წლამდეა. მათ ქვედა და ზედა კიდურებში აქვთ მიყენებული ჭრილობები. გარდა ამისა, დაშავებულია ოთხი ზრდასრული.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია.