„ფილადელფიამ“ შინ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 4 შეხვედრა შედგა. საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა „ფილადელფიამ“. „სიქსერსმა” ამჯერად „დენვერს” 5 ქულის სხვაობით 97-92 სძლია. მასპინძელთა შორის 22 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯოელ ემბიდმა. 20 ქულით დაასრულა შეხვედრა ტობაიას ჰარისმა. დენვერელთა შორის 26 ქულით ყველაზე შედეგიანი ვილ ბარტონი გამოდგა. ნიკოლო იოკიჩმა 15 ქულითა და 11 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „ფილადელფია” 18 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში 4-5 ადგილებს „ტორონტოსთან” ინაწილებს. „ნაგეთსი” კი დასავლეთ კონფერენციაში 14 მოგებითა და 8 მარცხით მე-5 პოზიციაზეა.

შარლოტი – ვაშინგტონი 114-107

მაიამი – ატლანტა 135-121

პორტლენდი – ნიუ იორკი 115-87