„ფილადელფიამ“ შინ ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა. „ფილადელფიამ“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ მოქმედ ჩემპიონ „ტორონტოს“ უმასპინძლა და საკუთარ არენაზე ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა (110:104).

„სიქსერსმა“ მეტოქეს პირველი, მეორე და მესამე პერიოდები მოუგო და გადამწყვეტი 12-წუთიანი მონაკვეთის წინ, საკმაოდ კომფორტული უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული. მასპინძელთა შორის 26 ქულით ყველაზე შედეგიანი ტობაიას ჰარისი გამოდგა. ბენ სიმონსმა 16 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამმაგ დუბლამდე ავსტრალიელ გამთამაშებელს 1 გადაცემა დააკლდა. ტორონტოელთა შორის ყველაზე მეტი, 26 ქულა კაელ ლაურიმ ჩააგდო. 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ოჯი ანუნობის. პასკალ სიაკამმა მატჩი 16 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

ბრუკლინი-დენვერი 105:102

შარლოტი-ატლანტა 107:122

მაიამი-ჩიკაგო 110:105

ვაშინგტონი-კლიპერსი 119:135

დალასი-საკრამენტო 106:110

პორტლენდი-ოკლაჰომა 96:108

ლეიკერსი-მინესოტა 142:125