„ფილადელფიამ“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა, „დენვერმა“ „პორტლენდს“ პირველი მატჩი მოუგო [ვიდეო]
„ფილადელფიამ“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა, „დენვერმა“ „პორტლენდს“ პირველი მატჩი მოუგო [ვიდეო]

აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი „ტორონტომ“ დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო. მეორე შეხვედრაში კი მოვლენები რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. „ფილამ“ კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის ხარჯზე მატჩის მოგება სტუმრად შეძლო. გამარჯვებულ გუნდში 30 ქულითა და 11 მოხსნით, ჯიმი ბატლერი საუკეთესო იყო. ჯეოლ ემბიდის ანგარიშზე 12 ქულაა. მასპინძელთა შორის კი კვლავ კავაი ლეონარდი გამოირჩა. მან შეხვედრა 35 ქულით დაასრულა. შედეგად, სერიაში ანგარიში 1:1 გახდა.


დასავლეთ კონფერენციაში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი გამართეს „დენვერმა“ და „პორტლენდმა“. ნიკოლა იოკიჩის (37 ქულა, 9 მოხსნა, 6 პ გადაცემა, 3 ჩაჭრა, 2 ბლოკი) და ჯამალ მიურეის (23 ქულა, 8 გადაცემა) კარგი თამაშის წყალობით, „ნაგეთსმა“ ანგარიშით 121:113 მოიგო და სერიაში დაწინაურდა. „პორტლენდის“ რიგებში 39 ქულა დააგროვა დემიენ ლილარდმა. 26 ქულა იყო ენეს კანტერის ანგარიშზე.