„ფილადელფიამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT
„ფილადელფიამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT

„ფილადელფია სიქსერზი“ გამოეთხოვა მთავარ მწვრთნელს, დოკ რივერსს, – იტყობინება ESPN-ი.

61 წლის სპეციალისტმა გუნდში სამი წელი იმუშავა და ყოველ სეზონში „ფილადელფია“ პლეი ოფის მეორე რაუნდში ეთიშებოდა ბრძოლას.

ამასთან, რივერსს „სიქსერზთან“ ერთად კარგი სტატისტიკა აქვს რეგულარულ სეზონში – 154 მოგება და 82 წაგება. მაგრამ გუნდი ისევ ვერ გავიდა კონფერენციის ფინალში – „ბოსტონთან“ სერია 3:4 წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ რივერსს კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელი ჰქონდა, „ფილადელფიამ“ გადაწყვიტა, რომ ახალი მწვრთნელის ძიების დროა.