„ფილადელფიამ“ „ლეიკერსი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა – ნბა-ის ყველა მატჩის ვიდეომიმოხილვა

13:13, 28.01.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ხანგრძლივი მოგებათა სერიის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა „ლეიკერსმა“ სტუმრად წააგო. ლოსანჯელესელები „ფილადელფიას“ დაუპირისპირდნენ და მეტოქესთან ბოლო წამებზე დამარცხდნენ – 107:106.

გამარჯვების ბურთი ტობიას ჰარისმა შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჩააგდო. დარჩენილ მცირე დროში ენტონი დევისის ნატყორცნი შორეული ბურთი მიზანს ასცდა და „სიქსერსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

მასპინძელთა რიგებში 28 ქულით საუკეთესო ჯოელ ემბიიდი იყო. მესამე მეოთხედში კამერუნელი ცენტრი ლებრონ ჯეიმსთან შეტაკებისას ცუდად დაეცა. საბედნიეროდ ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ემბიიდმა თამაშის გაგრძელება შეძლო. ბენ სიმონსმა 17 ქულით, 11 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა. 24 ქულით დაასრულა მატჩი ტობიას ჰარისმა.

„ლეიკერსის“ რიგებში 34 ქულით ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო. ენტონი დევისმა 23 ქულა დააგროვა. 16 ქულა მიითვალა დენის შროდერმა.

 

ფილადელფია-ლეიკერსი 107:106

https://www.youtube.com/watch?v=hooekq_E6Es

 

შარლოტი-ინდიანა 106:116

https://www.youtube.com/watch?v=mfOUHvzznMo

 

კლივლენდი-დეტროიტი 122:107

https://www.youtube.com/watch?v=eu24EFJ90js

 

ორლანდო-საკრამენტო 107:121

https://www.youtube.com/watch?v=iic4va_f5Nc

 

ატლანტა-ბრუკლინი 128:132

https://www.youtube.com/watch?v=5BWM7V3Y4uo

 

მაიამი-დენვერი 82:109

https://www.youtube.com/watch?v=0zjwrv6ihDQ

 

ტორონტო-მილუოკი 108:115

https://www.youtube.com/watch?v=TrakcbK9hss

 

სან ანტონიო-ბოსტონი 110:106

https://www.youtube.com/watch?v=QMW4L8g-tqo

 

ნიუ ორლეანი-ვაშინგტონი 124:106

https://www.youtube.com/watch?v=iCmo1qSiHEI

 

ფინიქსი-ოკლაჰომა 97:102

https://www.youtube.com/watch?v=L-NLH_7UXI8

 

იუტა-დალასი 116:104

https://www.youtube.com/watch?v=rcSBe0Gj0Zo

 

გოლდენ სტეიტი-მინესოტა 123:111

https://www.youtube.com/watch?v=8jasQJmQBJU

მსგავსი