„ფილადელფია“ ემბიდს ოთხწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„ფილადელფია“ ემბიდს ოთხწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„ფილადელფია“ თავის პირველ ცენტრს ჯოელ ემბიდს კონტრაქტის გაგრძელებაზე მოელაპარაკა, – ამტკიცებს სააგენტო AP საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

27 წლის კამერუნელი კალათბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ეს ხელშეკრულება ოთხი წლით გახანგრძლივდება და ამის სანაცვლოდ ემბიდი 196 მილიონ დოლარს მიიღებს.

გასულ სეზონში ემბიდი საშუალოდ მატჩში 28.5 ქულას აგროვებდა და 10.6 მოხსნას ასრულებდა. აფრიკელი სეზონის MVP-ის პრიზისთვის ბრძოლაში მხოლოდ „დენვერის“ ცენტრს ნიკოლა იოკიჩს ჩამორჩა.